fbpx
საზოგადოება

ნამდვილად იძლევიან თუ არა 500 ევროს და სახლს თუ ანტიკითირაზე საცხოვრებლად წახვალთ

ბოლო რამდენიმე დღეა არა მხოლოდ საბერძნეთის, არამედ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში აქტიურად ტრიალებს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კრეტასა და კითირას შორის მდებარე, ულამაზესი კუნძულის, ანტიკითირას ადგილობრივი მთავრობა 500 ევროს, საცხოვრებელს და მიწის ნაკვეთს სთავაზობს მათ, ვინც იქ საცხოვრებლად წასვლას გადაწყვეტს. ეს კი გამომდინარეობს იქიდან, რომ კუნძული მხოლოდ 25 ადგილობრივს ითვლის და დემოგრაფიული მდგომარეობა საკმაოდ კრიტიკულია.

ბერძნული მედიის საშუალებით ვრცელდება ზუსტი ინფორმაცია, რომელსაც თავად კითირას მუნიციპალიტეტი ავრცელებს. (ანტიკითირა კითირას მუნიციპალიტეტს ეკუთვნის).

“ყოველდღიურად მთელი ევროპიდან ვიღებთ ზარებსა და იმეილებს იმის თაობაზე, რომ ხალხს აქ დასახლება სურს. სწორედ ამიტომ გვინდა დავაზუსტოთ, თუ როგორია რეალობა. სინამდვილეში ფაქტი, რომ თითქოს ჩვენ ხალხს ანტიკითირაზე საცხოვრებლად ვიწვევთ, დეზინფორმაციაა და არასწორია. გვინდა გარკვევით ვთქვათ, რომ :

  1. ჩვენ არ ვეპატიჟებით ოჯახებს კუნძულზე საცხოვრებლად. 
  2. არ ვეძებთ ახალ მოსახლეებს უცხო ქვეყნებიდან.
  3. არ ვიძლევით არანაირ საცხოვრებელსა და ფულად ანაზღაურებას.”აღნიშნული განცხადება ნიშნავს, რომ ანტიკითირა რეალურად მაცხოვრებლებს არ ეძებს. კუნძულზე საუბარი მხოლოდ იმაზე მიმდინარეობს, რომ ათენიდან 5 ოჯახი აპირებს გადასახლებას, თუმცა, ამ ოჯახებისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება უკიდურესად რთული აღმოჩნდა. სწორედ ამ ხალხისთვის შენდება ხუთი სახლი და მთავრობა განმარტავს, რომ მათ სრულ ინტეგრაციას 2-3 წელი მაინც დასჭირდება. მოსახლეობის მასობრივი მიღება კი უბრალოდ არ განიხილება.

onalem

ტესტ