fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: პოლიციის შტაბიდან ხუთი საშიში კრიმინალი გაექცათ

კრეტაზე, კერძოდ, ხანიაში მომხდარი შემთხვევა ფილმის სცენარს ჰგავს, თუმცა, ეს რეალობაა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის შტაბიდან 5 პატიმარი გაექცათ.

ირკვევა, რომ დაკავებულები ხანიაში პირეას პორტიდან 5 თებერვალს ჩავიდნენ, სპეციალური რეისით და მაშინვე გადაიყვანეს შესაბამის შტაბში. გაურკვეველია როგორ, მაგრამ ხუთივე მათგანმა შეძლო შტაბიდან გაქცევა.

საუბარია ალბანეთის 4 და პაკისტანის 1 მოქალაქეზე, რომელთაც შტაბიდან გაქცევა მანამდე მოახერხეს, ვიდრე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანდნენ. პოლიციისთვის ისიც კი უცნობია, როდის გაიქცნენ ისინი, ღამით თუ დილით.

გაქცეულ პირებს უმძიმესი ბრალდებები აქვთ: მკვლელობა, ყაჩაღობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა და ა.შ.

მათი ადგილსამყოფელის დასადგენად პოლიცია აქტიურ რეჟიმში მუშაობს.

 

onalem

ტესტ