fbpx
საბერძნეთი

დილით წვიმა, შემდეგ კი მზიანი ამინდი – შაბათ-კვირას ატიკის რეგიონში ამინდი უმჯობესდება

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი წვიმისა და სეტყვის შემდეგ შაბათ-კვირას ატიკის რეგიონში ამინდი შედარებით გაუმჯობესდება.

ხვალ დილით კვლავ მოსალოდენლია ნალექი, მხოლოდ დილის საათებში, ხოლო შემდეგ გამოიდარებს და კვლავ მზე გამოანათებს. როგორც სინოპტიკოსები გვპირდებიან, ნელ-ნელა ტემპერატურა სეზონისთვის დამახასიათებელს დაემსგავსება და ზამთარი თავის სახეს “გამოაჩენს”.

კიკლადესისა და დოდეკანესის კუნძულებზე, ასევე კრეტაზე, მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი დილის საათებში, შუადღიდან ფენომენი შესუსტდება. მცირე რაოდენობის თოვლს პროგნოზირებენ მაღალმთიან რეგიონებში, ჩრდილოეთით.

ქარი დღეს განსაკუთრებით ძლიერია ეგეოსის ზღვის ტერიტორიაზე, რთული მდგომარეობაა როდოსზე, ხვალისთვის კი მისი ძალა შედარებით შესუსტდება და 5-6 ბალამდე დაეცემა.

onalem

ტესტ