fbpx
საბერძნეთი

აგიოს პანტელეიმონას: 42 წლის პაკისტანელს 17 წლის გოგონა სახლში ჰყავდა ჩაკეტილი და მასზე ძალადობდა

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ 42 წლის პაკისტანელი დააკავა, რომელსაც არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა ედება ბრალად. როგორც ირკვევა, მან 17 წლის გოგონა სახლში ჩაკეტა და დანის მუქარით აიძულებდა მასთან ინტიმური კავშირი დაემყარებინა.

არასრულწლოვნის ჩვენების მიხედვით, გუშინ დაახლოებით 18:00 საათზე, მამაკაცის სახლში იმყოფებოდა. მისი თქმით, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა, ყველაფერი შეიცვალა, როდესაც პაკისტანელმა დანის მუქარით საძინებელ ოთახში შეიყვანა და მასზე სექსუალურად იძალადა, პარალელურად კი, ტელეფონით ფოტოებს უღებდა, რომ დაეშანტაჟებინა და არავისთან მოეყოლა მომხდარის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში სოციალურ ქსელში გაავრცელებდა.

მიუხედავად მუქარებისა, გოგონამ პოლიციას აცნობა და მისი დაკავება მოკლე დროში მოხერხდა. ამ დროისთვის გამოძიება იმის დადგენას ცდილობს, გახდნენ თუ არა მისი გარყვილი მქედებების მსხვერპლი სხვა არასრულწლოვნებიც.

 

onalem

ტესტ