fbpx
საბერძნეთი

მოხალისე სტილისტები ათენში უსახლკარო ადამიანებს თმას ჭრიან და ჭიქა ცხელ ჩაის სთავაზობენ

ათენის მუნიციპალიტეტის მოხალისე სტილისტების ინიციატივით, დღეს ისინი ათენის ქუჩებში გამოვიდნენ და მომსახურება სრულიად უფასოდ გაუწიეს ადამიანებს, რომელთაც არ აქვს შესაძლებლობა სალონებს მიაკითხონ თმის შესაჭრელად. ფაქტობრივად, რომ არ ვისაუბროთ სალონებზე, მათ სახლ-კარიც კი არ აქვთ, სადაც შობის ჯადოსნურ დღესასწაულს მყუდრო გარემოში გაატარებენ.

მოხალისე სტილისტებმა ათენის უსახლკარო ადამიანებს თმა შეჭრეს, წვერი გაპარსეს და ჭიქა ცხელი ჩაი შესთავაზეს, სოლიდარობის გამოსახატავად. ისინი მოძრაობენ ათენის ცენტრში, პეტრალონაზე, მონასტირაკზე და მზად არიან მოემსახურონ ნებისმიერ მსურველს.

უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი დღე ერთადერთი არ არის, როცა ისინი ამ ადამიანებს ეხმარებიან, ათენში მოქმედებს სოციალური სალონი, სადაც უსახლკარო, სოციალურად დაუცველ ადამიანებს შეუძლიათ მივიდნენ, მომსახურების მისაღებად.

იხილეთ კადრები:

 

onalem

ტესტ