fbpx
საბერძნეთი

ათენი: კლიენტმა ბუზუკებში მხოლოდ ყვავილების შესაძენად 40.000 ევრო გადაიხადა

ტელეკომპანია Alpha-ზე, გადაცემა “Αυτοψία”-ს გადამღები ჯგუფი ათენის გასართობი კლუბების პერსონალს ეწვია, რომელთაც ისაუბრეს, როგორია ე.წ. “ბუზუკებში” მუშაობა მაშინ, როცა ყველა დანარჩენი ადამიანი ერთობა, ამასთანავე, გაიხსენეს ყველაზე უჩვეულო შემთხვევები, რომელთა მომსწრეც გამხდარან.

ერთ-ერთი თანამშრომელი იხსენებს შემთხვევას, როდესაც კლიენტმა მხოლოდ და მხოლოდ ყვავილების შესაძენად 40.000 ევრო გადაიხადა.

“ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა, რაც კი ოდესმე მინახავს, რომ ყვავილებში გადაუხდიათ. კლიენტს უნდა, რომ შეც გხედავდეს გახარებულს, ამიტომ თუ კარგ ხასიათზე ვართ, გაყიდვაც უფრო მარტივია. ერთ-ერთმა კლიენტმა 40.000 ევრო გადაიხადა, არიან ისეთებიც, ვინც ამხელა თანხებს ხარჯავს. როცა ასეთ შემთხვევას ვხედავ, რაღაც მემართება, ვერ ვიაზრებ,” ამბობს გოგონა.

მეორე თანამშრომელი იხსენებს შემთხვევას, როდესაც ერთმა კლიენტმა, რომელმაც გასართობი კლუბი დატოვა, რამდენიმე ხანში დარეკა და თქვა, რომ მის მანქანას ნაწილი აკლდა. საუბარია მანქანის უკანა დიდ პლასტმასის ნაწილზე.

“ავტოსადგომზე წავედით, რომ მოგვეძებნა, სად იყო ეს ნაწილი, მაგრამ ვერაფერი ვიპოვეთ. შემდეგ დავურეკთ და ვუთხარით, რომ კამერებს გადავამოწმებდით, მაგრამ რამდენიმე წუთში ისევ თავად დარეკა და თქვა, რომ თავად დარჩენოდა სახლში, ვიდრე ჩვენთან მოვიდოდა,” ამბობს თანამშრომელი.

onalem

ტესტ