fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: რა თანხა ეკუთვნით მათ, ვინც 1-ელ მაისს იმუშავებს და ვისთვის არ არის აღნიშნული დღე უქმე?!

1-ლი მაისი საბერძნეთში უქმე დღეა, შესაბამისად, დაწესებულებების უმეტესობა ისვენებს. აქედან გამომდინარე აკრძალულია თანამშრომელთა დასაქმება ამ დღეს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუკი დაწესებულებები, რომლებშიც მუშაობენ, ფუნქციონირებენ ლეგალურად კვირა დღეებსა და მსგავს უქმე დღეებში.

ზემოთ აღნიშნულ დაწესებულებათა რიცხვს მიეკუთვნება: რესტორნები, ტრანსპორტი, ტურისტული დანიშნულების ობიექტები, ჯანდაცვის სტრუქტურები, უწყვეტი ფუნქციონირების ქარხნები და ა.შ.

თანამშრომლები, რომლებიც ხელფასს იღებენ დღიურად, თუმცა, არ იმუშავებენ 1-ელ მაისს, კუთვნილი თანხა ყოველგვარი გამოქვითვის გარეშე უნდა მიიღონ. ის თანამშრომლები, რომლებიც დღიურად იღებენ ხელფასს და იმუშავებენ 1-ელ მაისს, მიიღებენ კუთვნილ თანხას და დამატებით ამ თანხის 75%-ს, რომელიც გამოითვლება საათობრივად.

იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლებს ხელფასი თვიურად ეხდებათ და ბიზნესი მუშაობს კვირაობითაც და უქმე დღეებშიც, ისინი მიიღებენ დღიური გასამრჯელოს 75%-ს დამატებით.

onalem

ტესტ