fbpx
საბერძნეთი

ამ ზაფხულს საბერძნეთში ტემპერატურამ შესაძლოა 50 გრადუსს მიაღწიოს – ეფთიმიოს ლეკას ექსტრემალური პროგნოზი

გეოლოგიისა და ბუნებრივი კატასტროფების მართვის პროფესორმა, ეფთიმიოს ლეკასმა კლიმატის ცვლილებებზე ისაუბრა და გამოთქვა ექსტრემალური პროგნოზი, რომ საბერძნეთში ამ ზაფხულს ტემპერატურამ 50 გრადუსს მიაღწევს.

მისი თქმით, საბერძნეთი კლიმატის ცვლილების კუთხით “წითელ ზონაშია” და მოსახლეობა ამის შესახებ ინფორმირებული უნდა იყოს. მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ უკვე ატეხა განგაში, რომ კლიმატის ცვლილება გაგრძელდება და საბერძნეთი აფრიკას დაემსგავსება.

“არ არის გამორიცხული, რომ წელს ყველაზე ცხელი ზაფხული გვქონდეს. ზოგადად, პროგნოზები ამ ზაფხულთან დაკავშირებით საკმაოდ კრიტიკულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამის საფუძველს იძლევა მაღალი ტემპერატურა, რომელიც ფიქსირდება ესპანეთში, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში. აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვა ყველაზე მგრძნობიარე რეგიონია ამ ფენომენის მიმართ და ეს ყველაფერი არის ნაწილი იმისა, რასაც ჩვენ კლომატურ კრიზისს ვუწოდებთ. 

კლიმატური კრიზისი ნიშნავს, რომ ტემპერატურა ნელა და სტაბილურად იზრდება ადამიანის ჩარევის გამო და ეს ფაქტი უზარმაზარ პრობლემებს ქმნის, უმთავრესი პრობლემა არის გაუდაბნოება.

აუცილებელია მივიღოთ ზომები როგორც ინდივიდუალურ, ასევე კოლექტიურ დონეზე, რადგან მდგომარეობა სულ უფრო და უფრო რთულდება, მათ შორის საბერძნეთში,” ამბობს ლეკასი.

onalem

ტესტ