fbpx
საბერძნეთი

შოკი ეღალეოში: ქალმა 2 და 5 წლის დისშვილები აივნიდან გადაყარა და შემდეგ თავადაც გადახტა

შოკისმომგვრელი შემთხვევა ათენში, კერძოდ, ეღალეოში დღეს შუადღეს მოხდა. ახალგაზრდა ქალი საკუთარი დის სახლში იმყოფებოდა და ამ დრომდე გაურკვეველი მიზეზით, მისი ორი მცირეწლოვანი შვილი აივნიდან გადაყარა.

ბავშვების ასაკი 2 და 5 წელია, მათი დედა შოკურ მდგომარეობაშია.

ირკვევა, რომ ქალი, მას შემდეგ, რაც მცირეწლოვნები გადაყარა, თავადაც გადახტა აივნიდან. ადგილზე მობილიზდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და სამივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ცნობებით, ქალი თრიასიოში მოათავსეს, ხოლო ბავშვები ათენის ბავშვთა საავადმყოფოში. ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

onalem

ტესტ