fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“დავინახეთ, რომ ბავშვები ქუჩაში ეყარნენ, ამბობდნენ, რომ დეიდამ გადმოყარა” – თვითმხილველები ეღალეოდან

დღეს შუადღეს ეღალეოში მომხდარმა შემთხვევამ ადგილობრივები შეძრა. როგორც უკვე ცნობილია, ქალმა თავისი მცირეწლოვანი დისშვილები აივნიდან გადაყარა და შემდეგ თავადაც გადახტა.

მეზობლები ამბობენ, რომ დაინახეს როგორ ეყარნენ ძირს ბავშვები, ტიროდნენ და ამბობდნენ, რომ აივნიდან დეიდამ გადმოყარა. რაც შეეხება ბავშვების დედას, თვითმხილველთა თქმით, ის სახლში იყო და ვინაიდან, ზუსტად ვერ მიხვდა, რა ხდებოდა მისი ბავშვების თავს, შოკურ მდგომარეობაში ჩავარდა და ყვიროდა.

როგორც ირკვევა, ქალი, რომელიც აივნიდან თავადაც გადმოხტა, დის სახლში ცხოვრობდა, მომხდარის ზუსტი მიზეზები კი უცნობია.

მცირეწლოვნები დაშავებულები არიან, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

იხილეთ სახლის აივანი, სადაც ინციდენტი მოხდა:

onalem

ტესტ