fbpx
საბერძნეთი

“დედაჩემი მოვკალი, რათა გადამერჩინა, მან ეს თავად მთხოვა” – რას ამბობს 34 წლის ბერძენი, რომელმაც თესალონიკში დედას ესროლა

დღეს 34 წლის მამაკაცი კატერინში გამომძიებლის წინაშე წარსდგა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მან დედა, სავარაუდოდ, თავიანთ სახლში, პიერიაში მოკლა, ხოლო შემდეგ ცხედარი თესალონიკში, კერძოდ, ხალკიდონაში გადაიტანა და მანქანაში მიატოვა.

34 წლის ბერძენის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დედა “მის გადასარჩენად” მოკლა, რადგან თავად ქალმა სთხოვა საკუთარი სიცოცხლის მოსპობა. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ეხსნა ჯანმრთელობის იმ სერიოზული პრობლემებისგან, რაც ქალს ჰქონდა და ბოლო წლებში კიდევ უფრო დაუმძიმდა.

ამას გარდა, როგორც ადვოკატი აცხადებს, ქალის მკვლელობის უკან ფინანსური მოტივები არ დგას და დანაშაულში ბრალდებული დაკავების თავიდან არიდებას არ ცდილობდა. ამაზე ის ფაქტი მიუთითებს, რომ დანაშაულის იარაღი იქ დატოვა წერილთან ერთად, რომელშიც განმარტავდა, თუ რის გამო მოკლა დედა.

არსებობს ინფორმაცია, რომ 34 წლის მამაკაცმა ორჯერ სცადა თვითმკვლელობაც, თუმცა, უშედეგოდ. საბოლოოს ის პოლიციამ ტუმბას ტერიტორიაზე იპოვა და დააკავა.

onalem

ტესტ