fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მამაკაცმა 24 წლის ქალიშვილი სასტიკად სცემა, რადგან რელიგია შეიცვალა და ისლამი მიიღო

გუშინ ვოლოსის სასამართლოში განიხილეს 24 წლის გოგონას საჩივარი, რომელიც საკუთარი მამის მხრიდან სასტიკი ფიზიკური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. მიზეზი კი, ის იყო, რომ ახალგაზრდამ გადაწყვიტა ქრისტიანობიდან ისლამზე გადასულიყო და რელიგია შეეცვალა.

როგორც ირკვევა, გოგონა დიდ ბრიტანეთში სწავლობდა, ახლა კი, მუშაობს, მან მშობლებს საკუთარი გადაწყვეტილება, რომ ისლამის მიღებას აპირებდა, ტელეფონით აცნობა. დედ-მამას უკიდურესად მძაფრი რეაქცია ჰქონდა, უთხრეს, რომ საბერძნეთში არ ჩამოსულიყო და არც მათთან მისულიყო, მაგრამ მან მაინც გადაწყვიტა, რომ გასულ შაბათს ოჯახი მოენახულებინა. როდესაც ინგლისიდან ჩამოვიდა, მამამ ჯერ კიდევ გზაში დაუწყო ჩხუბი, რომ ყველგან არცხვენდა.

როგორც მისი ჩვენებიდან ჩანს, გოგონას თავზე მანდილი ეკეთა, რამაც მისი მამა კიდევ უფრო გააბრაზა და სახლში მისვლის შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა. მამაკაცმა შვილს სახეზე სერიოზული დაზიანებები მიაყენა.

ცნობილი გახდა, რომ მამაკაცი ათეისტია, თუმცა, ქრისტიანულ ჩვეულებებს იცავს, მისმა მეუღლემ კი, აღიარა, რომ ძალადობრივი ქცევა ახასიათებს და ხშირად უსწორდება ფიზიკურად როგორც მას, ასევე მის დანარჩენ შვილებს.

50 წლის მამაკაცი სასამართლო პროცესის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ