fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: პაკისტანელებმა მონასტრისგან, ქველმოქმედების სახელით, 1,500 ევროს მითვისება სცადეს

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა თესპროტიაში, გირომერიუს მონასტერში მოხდა. გამოძიება რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარეობდა და საბოლოოდ, რამდენიმე ემიგრანტი დააკავეს.

როგორც ირკვევა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, კერძოდ, პაკისტანელებმა, რომელთაც ჰყავდათ თანამზრახველები, სირიიდან და ბანგლადეშიდან, მონასტრის მმართველის მოტყუება სცადეს, ქველმოქმედების სახელით.

კერძოდ, მონასტერში დარეკა უცნობმა პირმა, რომელიც აცხადებდა, რომ დიდი რაოდენობის თანხის შეწირვას აპირებდა და ითხოვა საბანკო რეკვიზიტები, არა მხოლოდ ანგარიში, არამედ ონლაინ-ბანკინგის მონაცემები. უცნაურია, რომ მმართველი ვერ მიხვდა, რომ თანხის ჩარიცხვისთვის მხოლოდ ანგარიშის ნომერი უნდა მიეცა და არა პირადი კოდები, შესაბამისად, პაკისტანელებმა თავად მონასტრის ბანკის ანგარიშიდან გადარიცხეს 1,500 ევრო თავიანთ ანგარიშზე და კონტაქტზე აღარ გადიოდნენ.

როგორც ცნობილია, მონასტრის მმართველი მაშინვე მიხვდა, თუ რა ტრანზაქცია განხორციელდა და ბანკს დაუკავშირდა, რომელმაც გადარიცხვა გააუქმა.

საერთო ჯამში ინტერნეტ-თაღლითობა 5 ემიგრანტს ედება ბრალად.

onalem

ტესტ