fbpx
საბერძნეთი

ხვალიდან ამინდის ექსპრეს გაუარესება საბერძნეთში – დიდი რაოდენობის ნალექი ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დღეს ამინდის არასტაბილურობა შემოიფარგლება იპიროთი და აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებით, თუმცა, ხვალიდან გავრცელდება სხვა ტერიტორიებზეც.

სინოპტიკოსები გვპირდებიან ამინდის ექსპრესს გაუარესებას, რაც ნიშნავს, რომ ოთხშაბათსა და ხუთშაბათს დიდი რაოდენობის ნალექი და ძლიერი ქარი გველის. ასევე, ტემპერატურა შედარებით დაეცემა. ფენომენი ცენტრალური ევროპიდან მოდის საბერძნეთის მიმართულებით და გამოიწვევს უხვი ნალექის მოსვლას, საბერძნეთის ჩრდილოეთითა და დასავლეთით.

იწვიმებს როგორც ჩრდილოეთ და დასავლეთ საბერძნეთში, ასევე, თრაკიში, აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებსა და დოდეკანესის კუნძულებზე. საღამოს საათებში ხილვადობა შეზღუდული იქნება.

იქროლებს დასავლეთის ქარი, რომლის ძალაც 4-დან 6 ბალამდე იქნება. რაც შეეხება ტემპერატურას, უმნიშვნელოდ დაეცემა ჩრდილოეთით, დაფიქსირდება 18-დან 20 გრადუსამდე, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ნაწილში 21-დან 23 გრადუსამდე იქნება.~

სინოპტიკოსთა ცნობით, ამინდი პარასკევიდან კვლავ გაუმჯობესდება.

onalem

ტესტ