fbpx
საბერძნეთი

შოკისმომგვრელი შემთხვევა საბერძნეთში: მამაკაცმა საკუთარი ოჯახი გაიტაცა და მანქანა კლდიდან გადააგდო

ბერძნული მედია უპრეცენდენტო შემთხვევის შესახებ იუწყება, რომელიც პრევეზაში მოხდა. 41 წლის მამაკაცმა 36 წლის ქალი და მათი ორი შვილი გაიტაცა და მანქანა, რომელშიც ისხდნენ, კლდიდან გადააგდო. საბედნიეროდ დედა-შვილს გაუმართლა და მანქანა გარკვეულ ადგილას გაჩერდა, რამაც ისინი სიკვდილისგან იხსნა. მანქანას ვარდნა რომ გაეგრძელებინა, ყველა დაიხოცებოდა.

როგორც ირკვევა, წყვილი დაშორებულია და მამაკაცი ბავშვების სანახავად მიდის ხოლმე. ამ დღესაც შეთანხმებისამებრ მივიდა მათთან სახლში, ბავშვები და მათი დედა ერთ-ერთ პარკში წაიყვანა, სადაც ჩვეულებრივ მიდიოდნენ ხოლმე, ხოლო როდესაც სახლში დაბრუნების დრო მოვიდა, მამაკაცმა მანქანით გეზი პრევეზას მიმართულებით აიღო და არა ანატოლისკენ (იოანინა), სადაც ცხოვრობენ.

გზაში ქალი ცდილობდა გაერკვია, სად მიჰყავდა მამაკაცს, თუმცა, მათი საუბარი ჩხუბში გადაიზარდა და პოლიციაში დარეკა. ოპერატორი 41 წლის მამაკაცს გაესაუბრა, რომელსაც დაჰპირდა, რომ ცოლ-შვილს სახლში უვნებლად მიიყვანდა, თუმცა, როდესაც ტელეფონი გათიშა, გზა გააგრძელა. გარკვეულ მომენტში მან მოულოდნელი მანევრი გააკეთა და მანქანა კლდიდან გადააგდო.

საბედნიეროდ, ისინი ხეებმა და ხშირმა ბუჩქებმა გადაარჩინეს უფრო ღრმად ჩავარდნისგან, სხვა შემთხვევაში, ტრაგედია გარდაუვალი იქნებოდა.

36 წლის ქალმა ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა, სამივე მათგანი პრევენციის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ