fbpx
საბერძნეთი

კრეტული “დაკოს” მსოფლიოს საუკეთესო სალათების სიაში პირველ ადგილს იკავებს!

ბერძნული, კონკრეტულად კი, კრეტული სალათი, “დაკოს”, TasteAtlas-ის მიერ წარმოდგენილ სიაში, არც მეტი, არც ნაკლები, პირველ ადგილს იკავებს. საუბარია სიაზე, რომელშიც 100 სალათი შედის და კრეტულმა დაკომ ყველას აჯობა!

ცხადია, ამ სიაში ეს ერთადერთი ბერძნული სალათი არ არის, მას მოჰყვება ტრადიციული ბერძნული სალათი “ხორიატიკი”, რომელიც მე-5 ადგილს იკავებს, შემდეგ არის, კარტოფილის სალათი, 33-ე ადგილზე, ხოლო 35-ე ადგილს იკავებს ჭარხლის სალათი.

 

სამწუხაროდ, ამ სიაში ვერ მოხვდა ვერცერთი ქართული სალათი, თუმცა, აღსანიშნავია, რომ კერძების კატეგორიაში, მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძს შორის პირველ ადგილზე ხაჭაპური დასახელდა.

onalem

ტესტ