fbpx
საბერძნეთი

6 მიზეზი, რომლის გამოც შთამბეჭდავ თესალონიკს უნდა ეწვიოთ!

თესალონიკი საბერძნეთის მეორე უდიდესი ქალაქი და მაკედონიის დედაქალაქია. ის აერთიანებს ისტორიასა და ავანგარდს და იდეალური დანიშნულების ადგილია ხანმოკლე დასვენებისთვის. ამ ქალაქს ძალიან ბევრის შეთავაზება შეუძლია მოგზაურებისთვის, რომლებიც კლასიკურ ისტორიასა და არქიტექტურას ეძებენ.

წარმოგიდგენთ 6 მიზეზს, რომელთა გამოც ეს ქალაქი უნდა მოინახულოთ.

1) თუ ღამის ცხოვრების მოყვარული ხართ, მაშინ თესალონიკი თქვენთვის არის. ვინაიდან აქ ქვეყნის რამდენიმე საუკეთესო უნივერსიტეტი მდებარეობს, სტუდენტების წყალობით ქალაქში საკმაოდ აქტიურია ღამის ცხოვრება. აქ არის უამრავი ბარ-რესტორანი და კლუბი, რათა მთელი ღამე იცეკვოთ.

2) სანაპირო თეთრი კოშკით და თერმაიკოს ყურე – ეს კოშკი თესალონიკის ერთ-ერთი საკულტო ძეგლია. შესაბამისად, თესალონიკში თუ მოხვდებით, აუცილებლად უნდა ეწვიოთ მას და ნავით გაისეირნოთ თერმაიკოს ყურეში.

3) თესალონიკის მუზეუმები და არქეოლოგიური ადგილები – ქალაქი ცნობილია თავისი მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რომლებიც კულტურასა და ხელოვნებას უკავშირდება. თუ გსურთ, რომ ბიზანტიური ხანის კულტურას ეზიაროთ, მუზეუმები აუცილებლად უნდა მოინახულოთ. აქ ასევე არის ეთნოგრაფიული და ფოლკლორული მუზეუმები.

4) ადგილობრივი ტკბილეული – ალბათ, საუბარიც არ სჭირდება იმას, რომ თესალონიკის ბუღაცა პირველია, რაც იქ მოხვედრისას უნდა დააგემოვნოთ!

5) მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალაქი საბერძენთის ჩრდილოეთით მდებარეობს, შესაძლებლობა გაქვთ, რომ ეწვიოთ ახლოს მდებარე ხალკიდიკის, ლაჟვარდოვანი წყლებითა და ქვიშიანი სანაპიროებით ტკბობისთვის.

6) ლადადიკა – ეს არის უბანი, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული გახდა ბოლო პერიოდში. ეს არის ტერიტორია რესტორნებით, სადაც ქალაქის ახალგაზრდები ხშირად იკრიბებიან და გასეირნება ნამდვილად ღირს.

onalem

ტესტ