fbpx
საბერძნეთი

“არ იმოგზაუროთ საბერძნეთში” – ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოწოდება საკუთარ მოქალაქეებს

Newsbeast-ის ინფორმაციით, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი, CDC, მოქალაქეებს მოუწოდებს კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეების გამო ნუ იმოგზაურებენ საბერძნეთში.

როგორც ირკვევა, ამის მიზეზი არა კონკრეტულად ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, არამედ ის არის, რომ თუკი საბერძნეთში ტურისტებს ვირუსი დაუდგინდებათ და დასჭირდებათ სამედიცინო დახმარება, ეს რესურსი შესაძლოა შეზღუდული იყოს. ანუ CDC საბერძნეთში ჯანდაცვის სისტემის არასაკმარის გამართულობაზე ამახვილებს ყურადღებას.

მოწოდება ასეთია, რომ ის ადამიანები, რომლებიც მიეკუთვნებიან მაღალი რისკის ჯგუფს, უმჯობესია არ გამოემგზავრონ საბერძნეთში. აქ იგულისხმება რეკომენდაცია უკვე დაგეგმილი მოგზაურობების გაუქმებაზეც კი.

პარალელურად, ისინი, ვისაც ამერიკიდან საბერძნეთში შემოსვლა მოესურვება, უნდა შეატყობინოს ამერიკის საელჩოს ათენში და იმოქმედებს დამატებითი ზომები, მაგალითად უარყოფითი ტესტი კორონავირუსზე ან სავალდებულო კარანტინი.

ასევე, თუ ვინმეს ვირუსი საბერძნეთის ტერიტორიაზე დაუდგინდება, არ აქვს უფლება დაბრუნდეს აშშ-ში, ვიდრე საბოლოოდ არ გამოჯანმრთელდება.

 

onalem

ტესტ