fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ხვალიდან! საბერძნეთში დასაშვები ხდება ფრჩხილების მოწესრიგება სალონებში – რა უნდა ვიცოდეთ?!

განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ხვალიდან, 15 დეკემბრიდან, საბერძნეთში იხსნება ის სალონებიც, სადაც ხდება ფრჩხილების მოწესრიგება, ამრიგად, აღნიშნული მომსახურება ხდება დასაშვები.

ცხადია, სამინისტროს ინფორმაციით, სალონების სტუმრობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ წინასწარ დანიშნული ვიზიტის საშუალებით და არავითარ შემთხვევაში პირდაპირ მისვლით.

დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ყველა ზომა, როგორც კლიენტების, ასევე პერსონალის მხრიდან.

  • კლიენტთა სკამებს შორის დაშორება უნდა იყოს 2 მეტრი.
  • პერსონალმაც და კლიენტმაც უნდა ატაროს პირბადე.
  • პერსონალმა უნდა ატაროს ერთჯერადი ხელთათმანი.
  • პერსონალსა და კლიენტს შორის უნდა არსებობდეს სპეციალური გამყოფი დამცავი შუშა, პლექსიგლასი.

სალონებს შეუძლიათ იმუშაონ დილის 07:00 საათიდან 21:00 საათამდე, თუმცა, აღნიშნული გრაფიკი არის სურვილის შესაბამისად.

ასევე, სალონებს აქვთ უფლება იმუშაონ კვირა დღეს, 20 და 27 დეკემბერს.

 

onalem

ტესტ