fbpx
საზოგადოება

საგანგებო ეთერი ნიკოს ხარდალიასის გარეშე – რა აუკრძალა ექიმმა მინისტრის მოადგილეს?!

დღევანელი საგანგებო ეთერი ნიკოს ხარდალიასის გარეშე შედგა. როგორც უკვე ცნობილია, მინისტრის მოადგილე პარასკევს საღამოს პირდაპირი ჩართვისას თავს ცუდად გრძნობდა და საკუთარი სიტყვა ძლივს დაასრულა.

ირკვევა, რომ ნიკოს ხარდალიასს სერიოზული პრობლემა აქვს ხმის იოგებზე, რის გამოც, დროებით ჩამოშორდა სამსახურეობრივ მოვალეობებს და ექიმისგან აკრძალული აქვს ხშირი საუბარი ოთხშაბათამდე.

შეგახსენებთ, რომ დღეს საბერძნეთში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 639 ახალი შემთხვევა, რაც კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებელია, გუშინდელთან შედარებით და იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს.

ექსპერტების მოსაზრებით, კარანტინის შედეგების დანახვას სწორედ ახლა დავიწყებთ და სადღესასწაულო პერიოდში მოსახლეობამ ეს ყველაფერი წყალში არ უნდა ჩაყაროს და მიღებული ზომები მკაცრად დაიცვას.

 

onalem

ტესტ