fbpx
საზოგადოება

თაღლითობა საბერძნეთში: SMS, კარანტინთან დაკავშრებით, რომელსაც უნდა უფრთხილდეთ!

ბერძნული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც ქვეყანაში არსებულ თაღლითობის ახალ მეთოდს უკავშირდება. ეს არის SMS, რომელიც თითოეულს შეიძლება გაეგზავნოს და მოსახლეობა აუცილებლად უნდა იყოს ინფორმირებული ამის შესახებ.

კერძოდ, მესიჯი იუწყება შემდეგს: “თქვენ გადასული ხართ კარანტინში 10 დღის მანძილზე, დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.”

ვინაიდან კარანტინის და პანდემიის თემა საკმაოდ აქტიურია, საზოგადოების ნაწილი შესაძლოა დაინტერესდეს, თუ რატომ მიუვიდა მსგავსი მესიჯი და დააჭიროს მითითებულ ბმულს, რაც დიდი შეცდომაა.

როგორც ტელეკომპანია ΕΡΤ იუწყება, როდესაც ბმულს აჭერთ ხელს, ჰაკერებისთვის მარტივი ხდება თქვენს პირად მონაცემებზე წვდომა და შესაძლოა მოიპოვონ ონლაინ ბანკინგის კოდებიც, ფაქტობრივად, ადვილად შეიძლება გახდეთ ძარცვის მსხვერპლი.

onalem

ტესტ