fbpx
საბერძნეთი

თესალონიკი: როგორ ეჯახება მანქანა მოხუც ქალბატონს და შემდეგ გზაზე მძიმედ დაშავებულს ტოვებს

თესალონიკში მომხდარმა შემთხვევამ საზოგადოება შეძრა. ძებნაშია მანქანის მძღოლი, რომელიც მოხუც ქალბატონს დაეჯახა და ერთი წამითაც არ გააჩერა მანქანა, დაუყოვნებლივ დატოვა იქაურობა.

“ჩემს მაღაზიაში ვიყავი, როდესაც ძალიან ძლიერი ხმაური გავიგე, თითქოს ორი მანქანა დაეჯახა ერთმანეთს. დავინახე, რომ ქალი ასფალტზე ეგდო, მაგრამ მანქანის დანახვა ვერ მოვასწარი, იმდენად სწრაფად გაიქცა. გამვლელებმა სასწრაფო დახმარების ცენტრში მაშინვე დარეკეს,” ამბობს თვითმხილველი.

ირკვევა, რომ ქალბატონი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, სხეულზეც და თავის არეშიც, მისი მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულად ფასდება.

ვრცელდება ვიდეო, როგორ მოხდა ინციდენტი და რამდენად ძლიერი იყო დარტყმა.

onalem

ტესტ