fbpx
საბერძნეთი

რეკორდი ვალენტინობის დღესასწაულისთვის: თესალონიკში გაყიდული ვარდების ოდენობა 300.000-სს გადააჭარბებს

ყვავილების მაღაზიები ხვალინდელი დღისთვის განსაკუთრებით ემზადებიან, ვინაიდან ვალენტინობის დღესასწაული ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი დღეა მათთვის, გაყიდვების გასაზრდელად.

როგორც ირკვევა, თესალონიკში 2023 წელს რეკორდის მოხსნას აპირებენ და პირველადი შეფასებებით, ვალენტინობისთვის მოსალოდენლია 300.000 ვარდის გაყიდვა, რაც აჭარბებს ყველა წლის რეკორდს, რაც კი აქამდე დაფიქსირებულა.

“თესალონიკი რომანტიკასა და სიყვარულს აღნიშნავს. წელს ყველანაირი რეკორდის მოხსნას ვაპირებთ და როგორც ჩანს, გაიყიდება 300.000-სზე მეტი ვარდი, ეს გაცილებით მეტია, ვიდრე წინა წლებში გაყიდული ვარდების ოდენობა. შეკვეთების უმეტესობა, რომლებიც გავაკეთეთ, ჰოლანდიიდან არის, ვინაიდან სწორედ იქიდან მოდის ყვავილების 90%.

შეყვარებულები 14 თებერვლისთვის ირჩევენ წითელ ვარდებს და ასევე, ძალიან პოპულარულია დათუნიები, რომლებიც გაფორმებულია ყვავილებით. ხშირად აკეთებენ არჩევანს ე.წ. Forever Rose-ბზე, რაც ნიშნავს, რომ ვარდი მოთავსებულია მინის ჭურჭელში და რამდენიმე წელის ძლებს,” ამბობს ყვავილების მაღაზიის მფლობელი და სალონიკის პროფესიული პალატის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი.

onalem

ტესტ