fbpx
საბერძნეთი

ათენი: მოხუცებს მოსავლელ ცენტრში საწოლებსა და გამათბობლებზე აბამდნენ, მხოლოდ მაშინ აწესრიგებდნენ, როცა მნახველები მოსდიოდათ

ბერძნული მედიის მიერ დამატებითი ინფორმაცია ვრცელდება იმ პირობების შესახებ, რომლებიც მოხუცთა მოსავლელ ცენტრში ფიქსირდებოდა. ცხადია, საუბარია არაადამიანურ ყოფაზე, არასაკმარის კვებასა და მოვლაზე, რის შესახებაც მოხუცთა ოჯახებს ზუსტი ინფორმაცია არ ჰქონდათ.

მედიასთან საუბრობს თავად მოსავლელი ცენტრის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც შემდეგ ვითარებას აღწერს:

“მოხუცებს საწოლებსა და გამათბობლებზე აბამბდნენ, იმ საბაბით, რომ ისინი აგრესიულები იყვნენ. როდესაც პაციენტს, ფსიქიკური პრობლემებით, არასაკმარისი მოვლა და მედიკამენტოზური მკურნალობა აქვს, რა თქმა უნდა, გახდება აგრესიული.

ხელმძღვანელობა დიდ ზეწოლას ახდენდა პერსონალზე, რომ 17:00-დან 20:00 საათამდე, როდესაც ნახვის საათები იყო, ყველაფერი იდეალურად ჰქონოდათ. ოჯახებს არაფერი უნდა შეემჩნიათ მათი ნათესავების ყოფასთან დაკავშირებით.”

როგორც უკვე ცნობილია, მოხუცთა ცენტრის ბენეფიციარებს არ აჭმევდნენ, სხვადასხვა დაავადებები ჰქონდათ და არ უტარებდნენ შესაბამის მკურნალობას. ამ ამბების გასკდომის შემდეგ კი, მოსავლელი ცენტრი კარანტინის პირობებშია, დადასტურებული ინფორმაციით, ჯამში 38 მოხუცი იყო, ვისაც არასწორი კვებისა და მოვლის გამო, სხვადასხვა დაავადებები განუვითარდათ.

onalem

ტესტ