fbpx
საბერძნეთი

რამდენი ევროს გადახდა მოგვიწევს საბერძნეთში ელექტრო ენერგიაში და რამდენს ფარავს სახელმწიფო?!

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის სახელმწიფო აცხადებს დახმარების პაკეტს მოსახლეობისთვის, რომელიც მათთვის ელექტრო ენერგიასთან და ბუნებრივ აირთან დაკავშირებული გადასახადების შემცირებისკენ არის მიმართული.

ამოქმედდება სუბსიდირების პროგრამა, რომლის მიხედვითაც, მთავრობა მოსული გადასახადების ნაწილს დაფარავს. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოსახლეობის სარგებელი იქნებოდა 9 ევრო პირველ 300 კილოვატზე, თუმცა, ეს თანხა 14 ევრომდე იზრდება (ანუ 40-45 ევრო მეგავატზე).

მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს პროგრამა მოქმედებაში იქნება დეკემბრის ბოლომდე, თუმცა, დიდი ვარაუდით ის გაგრძელდება შემდეგი წლის (2022) პირველ თვეებშიც. საერთო ჯამში ამისთვის 300 მილიონი ევროს გამოყოფა იქნება საჭირო.

მაგალითისთვის:

ჩრდილოეთ საბერძნეთში 100 კვადრატულ მეტრ სახლში მცხოვრები ოთხწევრიანი ოჯახის მიერ ელექტრო ენერგიის საშუალო თვიური მოხმარება შეფასებულია 136 ევროდ. ამ ლოგიკით, ისინი ოქტომბრის თვეში გადაიხდიდნენ 60 ევროთი ნაკლებს, სახელმწიფოს მხრიდან დახმარების ფონზე.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, იგივე ოჯახის მიერ ბუნებრივი აირის თვიურად მოხმარებული რაოდენობის საფასური, რეგიონში არსებული ტემპერატურიდან გამომდინარე, განისაზღვრებოდა საშუალოდ 322 ევროთი, ხოლო სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, მათ ეს გადასახადი მინიმუმ 100 ევროთი შეუმცირდებათ.

 

onalem

ტესტ