fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთმა შექმნა სპეციალური ხაზი უკრაინელი ლტოლვილების ფსიქოლოგიური დახმარებისთვის

საბერძნეთის მთავრობა აქტიურად არის ჩართული უკრაინელების დახმარების საკითხში, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი თვალსაზრისით. გარდა იმისა, რომ უკრაინელებს, რომლებიც ქვეყანაში ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდნენ, მიენიჭებათ 1 წლიანი ბინადრობისა და მუშაობის უფლება, უფასო წვდომა ექნებათ ჯანდაცვის სერვისებზე, ახლა სამინისტრომ კიდევ ერთი ინიციატივა გამოიჩინა, რომელიც მოქმედებაში დღეს შევიდა.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, შეიქმნა სპეციალური ჯგუფი და ცხელი ხაზი, რომელიც უკრაინელ ლტოლვილებს ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევს. მომსახურება მოხდება რუსულ, უკრაინულ და ბერძნულ ენებზე და თითოეულ ლტოლვილს, რომელსაც ომმა განსაკუთრებული ფსიქიკური დარტყმა მიაყენა და სჭირდება ამ კუთხით დახმარება, შეუძლია დარეკოს ნომერზე 10306.

ცხელი ხაზი მუშაობს 09:00-დან 21:00 საათამდე, მომსახურება და ზარის განხორციელება უფასოა და ცხადია, სრულიად ანონიმური.

 

onalem

ტესტ