fbpx
საბერძნეთი

დამატებითი საგანგებო ზომები საბერძნეთში – იხურება სკოლები და საბავშვო ბაღები

განათლების მინისტრის, ნიკი კერამეოსის საგანგებო ინფორმაციით, საბერძნეთში იხურება დაწყებითი სკოლებიც და საბავშვო ბაღებიც.

კერამეოსის თქმით, ყველა აღნიშნული დაწესებულება დაკეტილი იქნება 16 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით, ანუ ორი კვირის მანძილზე. გაკვეთილები ჩატარდება ონლაინ პლატფორმების საშუალებით.

საბერძნეთში მოქმედებს მასშტაბური კარანტინი, რომელიც ამ ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილებით 30 ნოემბრამდე გასტანს, თუმცა, ექსპერტები არ გამორიცხავენ ვადების გახანგრძლივებას.

შეგახსენებთ, რომ 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებისთვის მოქმედებს მხოლოდ ორი კოდი (N1, N6) და ცნობა სამსახურიდან.

onalem

ტესტ