fbpx
საბერძნეთი

საგანგებო მდგომარეობა და დამატებითი აკრძალვები – პირველი კუნძული, სადაც ზომები გამკაცრდა

კრიტიკული მდგომარეობის გამო საბერძნეთის კუნძულ პოროსზე მთავრობამ ზომები გაამკაცრა და დაწესდა დამატებითი აკრძალვები.

ინფიცირების შემთხვევათა მატების ფონზე, დამატებითი ზომები მოიცავს შემდეგს:

  1. ღამის 23:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე აკრძალულია ნებისმიერი სახის ჯანმრთელობის ცენტრის მუშაობა.
  2. აკრძალულია ნებისმიერი სახის წვეულების გამართვა, ასევე ქუჩის ბაზრები, კონცერტები, ლიტანიობა.
  3. როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, აკრძალულია 9 ადამიანზე მეტის ერთად შეკრება.
  4. კაფე-ბარებსა და რესტორნებში დაშვებულია მხოლოდ 4 ადამიანის ერთად ჯდომა, ხოლო თუ ისინი არიან ერთი ოჯახის წევრები, რომლებიც ხშირ კონტაქტში იმყოფებიან ერთმანეთთან, დაშვებულია 6 ადამიანის ერთად დაჯდომა.
  5. ნიღბის ტარება სავალდებულოა მთელი კუნძულის მასშტაბით, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში.

როგორც მიკრობიოლოგიის პროფესორმა, ალკივიადის ვტოპულომ განაცხადა, არსებული ვითარების ფონზე შესაძლოა, რომ მსგავსი ზომები დაწესდეს საბერძნეთის სხვა რეგიონებშიც და ეს საკმაოდ ცუდი სცენარია.

ამ ეტაპისთვის ნიღბის ტარება და დისტანციის დაცვა არის საშუალებები, რომლებითაც სიტუაციის დასტაბილურებას შევძლებთ.

პროფესორის განცხადებით, ინფიცირების შემთხვევათა მატება არის მოსახლეობის მოდუნების ბრალი და ამაში ტურიზმის წვლილი მინიმალურია.

onalem

ტესტ