fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

მარტი დადგა – მზე და მაღალი ტემპერატურა საბერძნეთში

გაზაფხულის პირველი დღე საბერძნეთში მზიანი ამინდით მოვიდა. ათენში ტემპერატურა 7-დან 18 გრადუსამდე მერყეობს. დღეისთვის მოსალოდნელია მხოლოდ მცირე პერიოდული მოღრუბლულობა.

ქვეყნის უმეტეს რეგიონებში უამინდობის შემდეგ, გამოიდარებს და ჰაერი 17-18 გრადუსამდე გათბება: პელოპონისოში, კრეტაზე, ეგეოსის კუნძულებზე, იონიის კუნძულებზე, ეპირუსსა და სტერეაში 14 გრადუსი.

ატიკის რეგიონში შაბათ-კვირას კარგი ამინდი შენარჩუნდება, კონკრეტულად ათენში კი თერმომეტრი კვლავ 18 გრადუსს აჩვენებს.

რაც შეეხება თესალონიკს, ქალაქში ჰაერი 16 გრადუსამდე გათბება, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი, 2-4 ბალი.

სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას ჯერჯერობით არ გვპირდებიან.

 

onalem

ტესტ