fbpx
საბერძნეთი

რთული ზამთარი საბერძნეთში: შეზღუდვები, რომელიც განიხილება, თუ პანდემიაზე კონტროლი დაიკარგება

საბერძნეთის ექსპერტთა საბჭო ვარაუდობს, რომ ზამთარი, რომელიც მოდის, საკმაოდ რთული იქნება, კორონავირუსის მუტაციების მაღალი გადამდებიანობის გამო.

ΕΚΠΑ-ს სამედიცინო სკოლის ჰიგიენისა და ეპიდემიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორის და ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტთა კომიტეტის წევრის, გიგას მაიორკინის თქმით, პანდემიაზე კონტროლის დაკარგვის შემთხვევაში მთავრობას სამი შეზღუდვის დაწესება აქვს მხედველობაში.

“ზომები, რომლებიც მოქმედებაში შევა, სავარაუდოდ, არის ის, რაც უკვე ყველასთვის არის ცნობილი. 1-ლი არის გადაადგილების აკრძალვა, რომელიც იმოქმედებს 01:00 საათიდან 06:00 საათამდე. მე-2 გახლავთ მუსიკის აკრძალვა, როგორც ეს ხორიციელდება მძიმე ეპიდმდგომარეობის ზონებში, ვინაიდან ახლა ვირუსი ყველაზე მეტად გადამდები არის გასართობ დაწესებულებაში, სადაც მუსიკას მნიშვნელოვანი როლი აქვს. მე-3 კი გახლავთ ზომა, რომლის მიხედვითაც დახურულ სივრცეებში მხოლოდ და მხოლოდ სრულად ვაქცინირებულ პირებს შეეძლებათ შესვლა,”აცხადებს პროფესორი.

მაიორკინი აღნიშნავს, რომ ბავშვების საკლასო ოთახებში დაბრუნება, მათ შორის ვირუსის გავრცელების რისკს მნიშნელოვნად გაზრდის, სწორედ ამიტომ საჭიროა აქტიური თვით-ტესტირება, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს დაინფიცირება.

onalem

ტესტ