fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: დააპატიმრეს ემიგრანტი ქალი, რომელმაც სამსახურიდან 10.000 ევროს ძვირფასეულობა მოიპარა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, თესალონიკში 42 წლის ემიგრანტი დააკავეს, რომელსაც ბრალად საკუთარი დამსაქმებლის გაძარცვა ედება.

ირკვევა, რომ ალბანელი ქალბატონი სახლში დამლაგებლად მუშაობდა და 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის იანვრამდე საკუთარ დამსაქმებელს ძვირფასეულობას ეტაპობრივად პარავდა. საერთო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ქალს 10.000 ევროს ძვირფასეულობა ჰქონდა მოპარული.

როდესაც სახლის მეპატრონემ ეს ყველაფერი შენიშნა, მაშინვე საჩივარი შეიტანა დამლაგებლის წინააღმდეგ და ქალი ქურდობის ბრალდებით დააპატიმრეს.

 

onalem

ტესტ