fbpx
საბერძნეთი

დღეიდან საქართველო-საბერძნეთს შორის ტურისტული მიმოსვლა ამოქმედდა – ვის არ აქვს ტესტის გაკეთების ვალდებულება?!

დღეიდან, 7 თებერვლიდან, საბერძნეთსა და საქართველოს შორის, უვიზო რეჟიმის ფარგლებში, ტურისტული მიმოსვლა ამოქმედდა, რაც ნიშნავს, რომ საზღვრები გახსნილია მათთვისაც, ვინც ბინადრობის ნებართვას არ ფლობს და სურს საბერძნეთში ჩამოვიდეს.

ამასთანავე, ვინც ფლობს ვაქცინაციის ევროპულ სერთიფიკატს, რომელიც ძალაშია (მოქმედების ვადა აღებიდან 9 თვე), შეუძლია, რომ საბერძნეთში ტესტის უარყოფითი პასუხის გარეშე შემოვიდეს. საქართველოც იმ ქვეყნების სიას მიეკუთვნება, სადაც სერთიფიკატები ევროპული სისტემის მიხედვით გაიცემა.

ცხადია, ვინც არ არის ვაქცინირებული, საბერძნეთში შემოსვლისას მოეთხოვებათ ჰქონდეთ ან მოლეკულური ტესტის უარყოფითი პასუხი, PCR, ჩატარებული არაუმეტეს 72 საათით ადრე, ან სწრაფი, Rapid, ტესტის უარყოფითი პასუხი, ჩატარებული არაუმეტეს 24 საათით ადრე.

ცხადია, დასაშვებია კოვიდ-19-ით დაავადების დამადასტურებელი სერთიფიკატით შემოსვლაც, რომელსაც ვადა აღებიდან 180 დღის მანძილზე აქვს.

საბერძნეთში შემოსვლის კანონები ვრცელდება ნებისმიერ პირზე, 5 წელს ზემოთ. ცხადია, სავალდებულოა, რომ გამომგზავრებამდე შეავსოთ ელექტრონული PLF ფორმა, შემდეგ ვებ-გვერდზე: https://travel.gov.gr/#/

onalem

ტესტ