fbpx
საბერძნეთი

ხვალიდან ამინდის გაუარესების კიდევ ერთი ტალღა საბერძნეთში – წვიმა და ძლიერი ქარი

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ხვალ შუადღიდან საბერძნეთში ამინდი კვლავ უარესდება და მოსალოდნელია წვიმა, რომელსაც თან ახლდება ძლიერი ქარი.

კერძოდ, ფენომენი ჩრდილო-დასავლეთ საბერძნეთში გააქტიურდება და გამოიწვევს მოღრუბლულობას, რომელიც გავრცელდება ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე. პერიოდული წვიმები თავდაპირველად მოსალოდნელია დასავლეთ მაკედონიაში, თრაკიში, ეგეოსის ზღვაზე, თესალიისა და სპორადესის კუნძულებზე.

ხვალ ღამით საბერძნეთის ჩრდილოეთით მოსალოდნელია თოვლი, ეგეოსის ზღვაზე ქარის ძალა 8 ბალს მიაღწევს.

მიუხედავად ამ მოვლენებისა, ჰაერის ტემპერატურა საგრძნობლად არ დაეცემა. მაკედონიაში, თრაკიში, თესალიასა და იპიროში 13-15 გრადუსამდე აიწევს, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ნაწილში 18 გრადუსი დაფიქსირდება.

ათენში ხვალ უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი, თუმცა, ნალექს სინოპტიკოსები ზეგიდან პროგნოზირებენ.

onalem

ტესტ