fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ტრაგედია ევიაზე: 32 წლის ორსული ქალი საქმროს დაუდევრობის გამო გარდაიცვალა

კუნძულ ევიაზე, სოფელ ექსო პანაიცაში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. გუშინ, 6 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, 31 წლის მამაკაცმა საკუთარი ორსული საცოლე იმსხვერპლა.

კერძოდ, სახეზეა, ფაქტობრივად, მკვლელობა. როგორც აღმოჩნდა, 31 წლის მამაკაცს მართვის მოწმობა არ ჰქონდა. მან მანქანა დაქოქა და მისი გადაადგილება სცადა, თუმცა, შეცდომა დაუშვა და 32 წლის ორსულ ქალს დაეჯახა, რომელზეც თვის ბოლოს დაქორწინებას აპირებდა.

თავიდან სერიოზული დაზიანებები არ ჩანდა, თუმცა, ქალმა შინაგანი ტრამვები მიიღო. ხალკიდას საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ ის გარდაიცვალა და სამწუხაროდ ბავშვიც დაკარგა.

გარდაცვლილის ნათესავები აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების მანქანამ 45-60 წუთი დაიგვიანა.

onalem

ტესტ