fbpx
საზოგადოება

“ჟანგბადის აპარატით მძინავს, ჩემი ოჯახი ძალიან ღელავს ჩემს გამო” – გრიგორის არნაუტოღლუ

ტელეკომპანია ANT-ის წამყვანი, გრიგორის არნაუტოღლუ, მედიასთან საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და კოლოგრამებზე საუბრობს, რომლებიც ბოლო პერიოდში მოიმატა. როგორც ირკვევა, არნაუტოღლუ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის წინაშე დგას და მის ოჯახს ეს საკითხი განსაკუთრებულად აწუხებს.

“როგორც ახლა ვარ, უბრალოდ ერთი ტელეწამყვანი აღარ ვარ, არამედ ორი. არაუშავს, თუ ადამიანები, რომლებსაც ჭარბი წონა აქვთ, თვითსარკაზმით კავდებიან. პრობლემა ის არის, როცა მათ ამ თემაზე დასცინიან ისე, რომ არ იციან, რა პრობლემა დგას ამ ფაქტის უკან.

ამ თემაზე საჯაროდ ვსაუბრობ, რადგან არ არის სასაცილო. ჩემი ოჯახის წევრები ძალიან ღელავენ ჩემს გამო, ეშინიათ, რომ რამე დამემართება. ეს ვრცელი თემაა, მაგრამ მარტივად რომ ვთქვა, იმ მდგომარეობაში ვარ, რომ ჟანგბადის აპარატით მძინავს, რადგან სუნთქვაზე სერიოზული პრობლემა მაქვს.

მინდა კარგად ვიყო იქამდე მაინც, ვიდრე ჩემი შვილი გაიზრდება და ფეხზე დადგება, ვიდრე შეძლებს გააკეთოს და წავიდეს, სადაც უნდა. ვცდილობ, რომ ვებრძოლო ყველა იმ ნეგატიურ შთაბეჭდილებას, რაც მე ჩემი საკუთარი მამისგან მაქვს. მან ბევრი კარგი, მაგრამ ძალიან ბევრი ცუდი რამ გააკეთა, თუმცა, მისი შიში რომ არ მქონოდა, ალბათ, ცუდ სიტუაციებში გავეხვეოდი. მიუხედავად ამისა, როდესაც ანასტასი რამე უცნაურს მეუბნება ან აკეთებს და მინდა შენიშვნა მივცე, ჩემს ფსიქიატრს ვურეკავ და რჩევას ვეკითხები, ის კი, ისეთ პასუხს მცემს, რომ მე აზრადაც არ მომივიდოდა, ამბობს ტელეწამყვანი.

 

 

onalem

ტესტ