fbpx
საზოგადოება

საეჭვო ობიექტი ფეი სკორდას ჩანთაში – რატომ გააჩერეს ტელეწამყვანი აეროპორტში?!

არა მხოლოდ რიგით მოქალაქეებს, არამედ ქვეყნის ყველაზე ცნობილ სახეებსაც ექმნებათ პრობლემები აეროპორტში. რა ინციდენტი შეემთხვა ფეი სკორდას?!

გავრცელებული ინფორმაციით, სკორდა სააღდგომო უქმეების დასასრულს ათენში ორ საუკეთესო მეგობართან ერთად ბრუნდებოდა. თუმცა, როცა აეროპორტში მივიდა და  ჩანთებმა კონტროლი გაიარეს, ტელეწამყვანს სთხოვეს მოეცადა, რადგან მის ჩანთაში “საეჭვო” ობიექტი შენიშნეს.

რაც უნდა სასაცილო იყოს, შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ცნობილ ტელეწამყვანს ჩანთაში ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშო ჰქონდა და სწორედ ის მიიჩნიეს საეჭვო ობიექტად, რის გამოც, საკმაო ხანს შეაყოვნეს, ვიდრე დარწმუნდნენ, რომ ეს მხოლოდ პლასტმასის უსაფრთხო ნივთი იყო.

მოგვიანებით, ფეიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნდა ფოტო, სადაც ჩანს, თუ რის გამო შეექმნა მას მცირე პრობლემა.

onalem

ტესტ