fbpx
საზოგადოება

როგორ იმუშავებს ათენის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხვალ, 30 აპრილს?!

გავრცელებული ინფორმაციით, ათენის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხვალ, 30 აპრილს, შაბათი დღის განრიგით იმუშავებს.

ავტობუსები და ტროლეიბუსები იმოძრავებენ 15-20 წუთში ერთხელ.

მეტროს მატარებლები გამოივლიან ყოველ 5 წუთში ერთხელ 09:00 საათიდან 17:00 საათამდე, ხოლო დანარჩენ საათებში ყოველ 7 წუთში ერთხელ.

ელექტრო მატარებელი (ტრენო) იმოძრავებს ყოველ 10.5 წუთში ერთხელ, ხოლო ტრამვაი იმოძრავებს ყოველ 20 წუთში ერთხელ.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს, 1 მაისს, 24 საათიან გაფიცვას აცხადებენ ავტობუსების, ტროლეიბუსების და ელექტრო მატარებლების მძღოლები.

 

 

onalem

ტესტ