fbpx
საზოგადოება

24 წლის ქართველი გოგო, კორიდალოს ციხიდან, შვილის უკან დაბრუნებას ითხოვს

ტელეკომპანია STAR-ზე გუშინ გასული ექსკლუზიური რეპორტაჟიდან ირკვევა, რომ 24 წლის ქართველი გოგო კორიდალოს ციხეში იმყოფება. მისი ადვოკატის განცხადებით, მათი საუბრის ერთადერთი თემა ჩვილი ბავშვია.

“ის მხოლოდ ბავშვზე მელაპარაკება. აინტერესებს, თუ როგორ არის, როგორია მიის ჯანმრთელობა. ის ძალიან კარგი დედა იქნება. იმ ქმედების ჩადენის მიზეზი კი მხოლოდ და მხოლოდ სასოწარკვეთილება იყო,” ამბობს კოსტა კრობა.

როგორც უკვე ცნობილია, 24 წლის გოგომ კალამატაში 6 დღის შვილი ნაგვის ურნაში დატოვა. როგორც ამბობს, მას ბავშვი შიგ არ ჩაუგდია, სასიკვილოდ არ გაუწირავს, არამედ უნდოდა, რომ ის ვინმეს წაეყვანა.

“ბავშვის სიკვდილი არ მინდოდა. მინდოდა, რომ ვინმეს წაეყვანა. არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, ძალიან სასოწარკვეთილი ვიყავი. მინდა ის მე თვითონ გავზარდო. ვიმუშავებ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ სათანადოდ აღვზარდო. ბავშვი დამიბრუნეთ… არ შემიძლია მის გარეშე. ჩემი ბიჭის გარეშე,” ამბობს ის.

შეგახსენებთ, რომ ჩვილი ბიჭუნა სრულიად ჯანმრთელია და ათენის “Μητέρα”-ში იზრდება.

 

onalem

ტესტ