fbpx
საბერძნეთი

“საბერძნეთში ველოდებით ძლიერ მიწისძვრას, იმის მსგავსს, რაც თესალიაში მოხდა” – გერასიმოს პაპადოპულოს შემაშფოთებელი განცხადება

უინესკოსა და ევროკავშირში მოღვაწე ცნობილი ბერძენი სეისმოლოგი, გერასიმოს პაპადოპულო, აკეთებს პროგნოზს, რომელმაც დიდი შეშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში. მან გუშინ, Action24-ის ეთერში განაცხადა, რომ საბერძნეთში შესაძლოა მოხდეს მიწისძვრა, რომელიც იქნება საკმაოდ ძლიერი, იმის მსგავსი, რაც თესალიაში მოხდა და სერიოზული ზარალიც გამოიწვია.

“ჩემი შეფასებებით, მოსალოდნელია, რომ ცენტრალურ საბერძნეთში მოხდეს თესალიის მსგავსი მიწისძვრა. ეს იმიტომ, რომ უკვე მომხდარი მიწიძვრა იწვევს სხვა ტექტონიკური ფილების გააქტიურებასაც. რა თქმა უნდა, 100%-ით დარწმუნებულები არასდროს ვართ, მაგრამ ვამბობ, რომ ეს აბსოლუტურად მოსალოდნელია. 

სეისმოლოგები არ ვწინასწარმეტყველებთ, უბრალოდ ვაკეთებთ ხარჯთაღრიცხვას და გამოვთქვამთ ვარაუდებს. ახლანდელი ვარაუდი უკავშირდება მიწისძვრის შესაძლებლობას ცენტრალურ საბერძნეთში.

წარსულში თესალიაში მიწისძვრა მოხდა 1978 წელს, შემდეგ აქედან გამომდინარე, გააქტიურდა სხვა სეისმური ტერიტორია და მიწისძვრა მოხდა 1980 წელს მაგნისიაში, 1981 წელს კი ალკიონიდესში. ეს ნიშნავს, რომ არსებობს გარკვეული მექანიზმი, რაც იწვევს ამ სტიმულაციას და მიწისძვრებს შორის ინტერვალები არის 2-დან 3 წლამდე წელი. საფუძველი კი აბსოლუტურად იგივეა,” ამბობს პაპადოპულო.

 

onalem

ტესტ