fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ფარმაცევტები უარს აცხადებენ დაეხმარონ მოსახლეობას სწრაფი ტესტების გაკეთებაში

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ფარმაცევტები მკაცრ უარს აცხადებენ, რომ დაეხმარონ მსურველებს სწრაფი ტესტების გაკეთებაში. მათი თქმით, რაც უნდა იყოს კომპენსაცია, არ არიან თანახმა, რომ თავად გაუკეთონ ტესტი იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ დამოუკიდებლად ვერ შეძლებენ ტესტირების ჩატარებას.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მსურველებს შეეძლებოდათ მიემართათ ფარმაცევტებისთვის, რომ დახმარებოდნენ კორონავირუსზე ტესტის გაკეთებაში და ეს იქნებოდა დაკავშირებული მცირე ხარჯთან (სავარაუდოდ 2 ევრო).

სწრაფი ტესტის ჩატარება პირდაპირ ნიშნავს, რომ ადამიანმა უნდა მოიხსნას პირბადე და შესაბამისად, შესაძლოა შექმნას საშიშროება სხვისთვის, ამ შემთხვევაში ფარმაცევტისთვის, რომელიც მას აუღებს ნაცხს.

ფარმაცევტთა გაერთიანების განცხადების მიხედვით, საუბარია არა მხოლოდ მათ უსაფრთხოებაზე, არამედ კლიენტთა უსაფრთხოებაზეც, რომლებიც აფთიაქებში არა ტესტის, არამედ სხვა მომსახურების მიღების მიზნით ყოველდღიურად შედიან.

საბოლოო გადაწყვეტილებები აპრილის დასაწყისში გახდება ცნობილი, როდესაც ტესტები იქნება ხელმისაწვდომი და გამოქვეყნდება მათი მოხმარების კონკრეტული ინსტრუქციები.

onalem

ტესტ