fbpx
საბერძნეთი

47 წლის ბერძენი, რომელმაც თავისი საფულის ქურდი დაიჭირა, თვითონაც დააპატიმრეს

გავრცელებული ინფორმაციით, 47 წლის ბერძენს ქურდის დაჭერა თავადაც ძვირად დაუჯდა. ის კასტორიაში, ერთ-ერთ გასართობ ცენტრში იმყოფებოდა, სადაც საფულე მოპარეს.

ირკვევა, რომ ქურდმა, რომელიც აღნიშნულ დაწესებულებაში იმყოფებოდა და ისარგებლა ხალხის სიმრავლით, მამაკაცს საფულე ამოაცალა და იქიდან 500 ევრომდე ამოიღო. მიუხედავად ამისა, მან საკუთარი ქმედებების სისრულეში მოყვანა ვერ მოასწრო, რადგან 47 წლის ბერძენი მიუხვდა, რომ მისი საფულე ეჭირა ხელში, თავს დაესხა და სასტიკად სცემა.

საბოლოოდ, ადგილზე პოლიცია მობილიზდა და ქურდი შესაბამისი ბრალდებით დააკავეს. პარალელურად, ხელბორკილები დაადეს თავად ქურდობის მსხვერპლსაც, რომელსაც სხეულის განზრახ დაზიანება ედება ბრალად.

onalem

ტესტ