fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ბავშვებმა სანაპიროზე გამორიყული ჩონჩხი იპოვეს – სავარაუდოდ, ის ბავშვს ეკუთვნის

შოკისმომგვრელი შემთხვევა კუნძულ ლეფკადაზე, კასტროს სანაპიროზე მოხდა, სადაც ზღვამ ადამიანის ჩონჩხი გამორიყა.

როგორც ირკვევა, სანაპიროზე ამ დროს ბავშვები იმყოფებოდნენ, რომლებსაც ის ზღვის კუ ეგონათ და გაიქცნენ, რომ ახლოდან ენახათ, მაგრამ სამწუხაროდ, შემზარავი სურათის წინაშე დადგნენ.

პირველადი ინფორმაციით, ზომიდან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ ჩონჩხი ბავშვს ეკუთვნის. ადგილზე მობილიზდნენ სანაპირო დაცვის თანამშრომლები, რომელთაც ის ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა, წინასწარი ცნობებით, შესაძლებელია, რომ ჩონჩხი ეკუთვნოდეს ბავშვს, რომელიც არალეგალი მიგრანტების რომელიმე ნავის ჩაძირვის შედეგად დაიღუპა.

onalem

ტესტ