fbpx
საბერძნეთი

პოლიციის კონტროლი ათენის ცენტრში: ოფიცრებმა ვიქტორიაზე 3 ადამიანი დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, ათენის ცენტრში პოლიციის მიერ ჩატარებული მორიგი რეიდის შედეგად 3 ადამიანი დააკავეს.

სპეციალურ ოპერაციებს ახორციელებს ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ მოქმედი ორგანო და გუშინ შემოწმებები ჩატარდა დედაქალაქის ცენტრში, ძირითადად, ვიქტორიის მოედანთან.

შემოწმება ჯამში 35-მა ადამიანმა გაიარა, ხოლო აქედან 3 დააპატიმრეს. თითოეულ მათგანს ნარკოტიკებით ვაჭრობა ედება ბრალად.

პოლიციამ ამოიღო 2,6 გრამი ჰეროინი, 0,5 გრამი მეტამფეტამინი.

როგორც ატიკის პოლიციის დეპარტამენტი იუწყება, მსგავსი სახის ოპერაციები მუდმივ რეჟიმში შესრულდება.

onalem

ტესტ