fbpx
საბერძნეთი

სცენარი, რომელსაც საბერძნეთის მთავრობა განიხილავს – მოსალოდნელი ცვლილებები

ტელეკომპანია ΕΡΤ-ის ინფორმაციით, საბერძნეთის მთავრობა ამჟამად რამდენიმე სცენარზე მუშაობს. წარმოგიდგენთ მოსალოდნელ ცვლილებებს, რომლებიც უახლოეს მომავალში საბერძნეთში შეიძლება ვიხილოთ.

პირველი არის დახურულ სივრცეებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების ძალაში შესვლა 15 ივლისის ნაცვლად 22 ივლისიდან. ანუ მთავრობამ შესაძლოა თარიღი შეცვალოს და ზომებიც შესაბამისად, ძალაში შევა 22 ივლისიდან. (თუმცა, ჯერ არ არის გადაწყვეტილი). საუბარია სხვადასხვა დაწესებულებებისთვის სტატუსის მინიჭებაზე, დაუშვებენ შიგნით მხოლოდ ვაქცინირებულ პირებს, თუ როგორც ვაქცინირებულებს, ასევე აუცრელებს.

მეორე სცენარის მიხედვით, განიხილება დახურული სივრცეების მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინირებული პირებისთვის გახსნა, ანუ, ფაქტობრივად, ბიზნესის მფლობელებს არ ექნებათ არჩევანი და შიგნით შესვლა შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც აცრილი იქნება კორონავირუსზე ორივე დოზით და ექნება აღნიშნულის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

ამ შემთხვევაში ეს დაწესებულებები შეძლებენ მეტი რაოდენობის კლიენტის მიღებას, რადგან მომხმარებელთა დაშვებული რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება. ამიტომ ეს იქნება ერთგვარი წახალისება მათთვის.

ექსპერტთა აზრით, მოსახლეობას სჭირდება დრო, რომ ამ ყველაფერთან ადაპტაცია შეძლოს და პროტესტი, რომელიც ახლა ფიქსირდება, სრულიად ლიგიკურია.

 

onalem

ტესტ