fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

პალეო ფალიროს სანაპიროზე გარდაცვლილი ქალი იპოვეს

გუშინ საღამოს პალეო ფალიროს ერთ-ერთ პლაჟზე უცნობი ქალის გვამი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი 55-60 წლისაა, 1.70 მეტრი სიმაღლის, აქვს სქელი რუხი თმა. მას შავ-თეთრი მაისური და ლურჯი შარვალი ეცვა.

ცხედარი სანაპიროდან დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაასვენეს, სადაც შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდება.

გამოძიებასთან სარონიკის პორტის ხელმძღვანელობა თანამშრომლობს.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ქალის სიკვდილი, დაიხრჩო თუ არა ის ან არსებობს თუ არა რაიმე სხვა გარემოებები.

სამართალდამცავი ორგანოები საქმეზე აქტიურად მუშაობენ.

onalem

ტესტ