fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

თესალონიკი: 11 წლის ბიჭი ამბობს, რომ სკოლიდან დაბრუნებისას მისი გატაცება სცადეს

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა აღმოსავლეთ თესალონიკში მოხდა. როგორც 11 წლის ბიჭი ამბობს, სკოლიდან დაბრუნებისას მისი გატაცება სცადეს, თუმცა, დახმარება ითხოვა და გამტაცებელს თავი დააღწია.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ბიჭი სკოლიდან სახლში მარტო ბრუნდებოდა, გზაში მასთან ახლოს მანქანა გაჩერდა, საიდანაც მამაკაცი გადმოვიდა და უკან მიჰყვებოდა. ბავშვს უჩვეულოდ მოეჩვენა ეს ყველაფერი, შეშინდა და გამვლელთან მივიდა, დახმარების სათხოვნელად, სწორედ ამის შემდეგ უცნობი მამაკაცი მანქანაში დაბრუნდა და წავიდა.

ბიჭი სკოლიდან ჩვეულებრივ ბაბუას მიჰყავდა ხოლმე, მაგრამ გუშინ ისე მოხდა, რომ მარტოს მოუწია დაბრუნება. ოფიციალური ინფორმაცია, მიმდინარეობს თუ არა მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, უცნობია.

onalem

ტესტ