fbpx
საბერძნეთი

ათენი: ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში პოლიციის ოფიცრის როლს თამაშობდა და გამვლელების საბუთებს ამოწმებდა (ვიდეო)

უპრეცენდენტო ინციდენტი დაფიქსირდა ათენში, კერძოდ, ვირონას ტერიტორიაზე, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში პოლიციის ოფიცრის როლს თამაშობდა და ამ ყველაფერს ტელეფონით იღებდნენ.

როგორც კადრებში ჩანს, ის პოლიციის ოფიცრის მსგავსად იქცევა, აჩერებს გამვლელი მოტოციკლების მძღოლებს, შემოწმების მიზნით. ერთ-ერთი ასეთია შეკვეთის მიმტანი მამაკაცი, რომელსაც მართვის მოწმობა და პასპორტი მოსთხოვა, დოკუმენტების აღების შემდეგ კი, თავის ვითომ “კოლეგასთან” მივიდა, რათა მონაცემები “გადაემოწმებინათ”.

ვიდეოს, რომელიც ვრცელდება, აქვს სათაური: “როდესაც ერთი საათით პოლიციელი ხდები”. 

ახალგაზრდის იდენტიფიცირება ოფიცრების მიერ უკვე მოხდა და მას ეძებენ.

onalem

ტესტ