fbpx
საბერძნეთი

შთამბეჭდავი სადღესასწაულო განათება და საშობაო განწყობა სტავროს ნიარხოში – ადგილი, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ

თუ სადღესასწაულო განწყობის ამაღლება გსურთ, ათენის ცენტრისა და ტეხნოპოლის გარდა, შეგიძლიათ ეწვიოთ სტავროს ნიარხოს, რომელიც მაგიურად არის განათებული საშობაოდ და იმედებს ნამდვილად არ გაგიცრუებთ.

გუშინ საღამოს ათასობით ნათურა აინთო და მთელ ტერიტორიაზე ბრწყინვალე სანახაობა შეიქმნა. ეს არის ადგილი ყველა ასაკის ადამიანისთვის, რათა განიტვირთოთ და ნამდვილი საშობაო განწყობა შეიქმნათ.

ფონდის ტერიტორიაზე მოეწყო კონცერტიც, რომელზეც საშობაო სიმღერები შეასრულა ბავშვთა ეროვნულმა საოპერო გუნდმა.

ცხადია, მსურველებს შეეძლებათ, რომ სადღესასწაულო პერიოდში ეწვიონ სტავროს ნიარხოს პარკს, დატკბნენ სანახაობით და ისრიალონ ყინულის სპეციალურად მოწყობილ მოედანზე.

 

onalem

ტესტ