fbpx
საბერძნეთი

თესალონიკში ეძებენ 39 წლის მამაკაცს, რომელმაც განაცხადა, რომ თავი ღმერთისთვის უნდა მიეძღვნა

გავრცელებული ინფორმაციით, თესალონიკში ეძებენ 39 წლის მამაკაცს, რომელიც გასულ ოთხშაბათს გაუჩინარდა პაპაგეორგიუს სახელობის საავადმყოფოდან.

როგორც ირკვევა, გიორგოს პაგურიდის ეძებდნენ იმ ტერიტორიებზეც, სადაც უამინდობამ გარკვეული პრობლემები შექმნა, რადგან ფიქრობდნენ, რომ მამაკაცი შეიძლებოდა სწორედ ამ მიზეზით იყო გაუჩინარებული.

პაგურიდისი თესალონიკში ახლო ნათესავთან ცხოვრობდა და ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ის წარსულში ათონის მთაზე რამდენიმე ხნით დასარჩენად იყო წასული.

როგორც ირკვევა, მამაკაცი საავადმყოფოს პალატის ფანჯრიდან გადახტა. ის ხშირად ამბობდა, რომ უნდოდა საკუთარი თავი ღმერთისთვის მიეძღვნა.

სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს, როგორც სახმელეთო, ასევე დრონებითა და ძაღლის დახმარებით.

 

onalem

ტესტ