fbpx
საბერძნეთი

კარანტინი ხვალიდან კიდევ ორ ქალაქში – შოკისმომგვრელი რიცხვები დღეს საბერძნეთში

სამოქალაქო დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ხვალიდან კარანტინი ცხადდება იოანინასა და სერესში, რადგან ეს ორი ქალაქი გადავიდა “წითელ” ზონაში.

სამწუხაროდ, დღეს საბერძნეთში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 1547 ახალი შემთხვევა და გარდაიცვალა 10 ადამიანი.

ეს არის რიცხვები, რომლებსაც პროგნოზირებდნენ ექსპერტები, რადგან ვითარება ოპტიმიზმის საფუძველს აღარ იძლევა.

ირკვევა, რომ თებერვლის ბოლოსთვის კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ შესაძლოა 3.000-სს მიაღწიოს, ამ დროისთვის კი 603-ს უდრის.

რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე მყოფ პაციენტთა რაოდენობა 108-ს უდრის, რაც საგანგაშო რიცხვია.

საბერძნეთში პანდემიის აფეთქებიდან დღემდე ჩატარებულია 1.718.450 ტესტი.

onalem

ტესტ